ცოტა ხნის წინ ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს სადაც ყვება თუ როგორ წაართვეს ზაზა სარალიძეს კარავი საკუთარი მანქანიდან.
“მივემართებოდით პარლამენტთან. ამ დროს პოლიციამ გადაკეტა მოძრაობა და ზაზა სარალიძის მანქანიდან უკანონოდ ამოიღო კარავი და ჩაატარა უკანონო ჩხრეკა. ამის შემდეგ ზაზა სარალიძე პროტესტის ნიშნად ძირს დაწვა და ითხოვდა კარავის დაბრუნებას” – აცხადებს ელისო კილაძე.