ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სკანდალური ვიდეო: “ყველა აგებს პასუხს ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ” – ზაზა სარალიძე ხელისუფლებას ემუქრება

TV პირველის პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეულმა ზაზა სარალიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ საპასუხოდ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიამ მართლაც ვერმოიპოვა მტკიცებულებები და ეს იმიტომ, რომ მანამდე პროკურატურამ ყველა მტკიცებულება გააქრო.

“კალანდია რომ მისცენ პასუხისგებაში, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს მარცხი და ამას იმიტომ არ აკეთებენ” – აცხადებს ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, ის სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს უახლოეს დღეებში.

მან განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მმართველი პარტიის წევრებმა, მიხელ კალანდიასთვის ხელის დასაფარებლად, ქრთამი აიღეს.

სარალიძის განცხადებით, ის ფულის აღების ვიდეოს მალე გამოაქვეყნებს.

“ყველა აგებს პასუხს ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ” – ამბობს სარალიძე. მისი თქმით, ძველი დრო რომ იყოს კობახიძეს კაცურად გაუსწორდებოდა “ერთი ერთზე”.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ კითხვა დაუსვან ზაზა სარალიძეს მოიპოვა თუ არა კომისიამ მისი შვილის მკვლელზე დამადასტურებელი მტკიცებულებები. სპიკერის თქმით, სარალიძის აქცია “ნაცმოძრაობის” მიერ კონტროლირდება.

იტვირთბა....