ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ მხარს უჭერს უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკა პატივს სცემს უკრაინელი რელიგიური ლიდერებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მისწრაფებას ავტოკეფალიისკენ.

“შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს აღმსარებლობის თავისუფლებას, მათ შორის რელიგიური ჯგუფების თავისუფლებას თავად მართონ საკუთარი რელიგია მათი შეხედულებისამებრ და ხელისუფლების ჩარევის გარეშე” – წერია განცხადებაში.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის გამოხატული მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

იტვირთბა....