არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ვიქნები საინფორმაციო კამპანიის დედოფალი”

სალომე ზურაბიშვილმა ურეკში, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არანაირი კანაფის დედოფალი არ არის და ის საინფორმაციო კამპანიის დედოფალი იქნება.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი დისკრიმინაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას კანაფის დედოფალი უწოდეს მაშინ, როცა მისი მიზანია ახალგაზრდების ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიის პროპაგანდა მოახდინოს.

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას ისევ ჟურნალისტების კრიტიკით განაგრძობს და აცხადებს, რომ ტელევიზიები მისი განცხადებების ნაცვლად იმ პროტესტს აშუქებენ, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხვდებიან.

„ვისაუბრე ჩემი პოზიციების შესახებ ნარკოტიკებზე, რომ აქაც დისკრედიტაციაა-არანაირიი კანაფის დედოფალი არა ვარ. მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ რამდენად საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის“- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილი.

ხელისუფლების რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი არ პასუხობს კითხვას არჩევნების „შავი ფულით“ დაფინანსების შესახებ გაჩენილი ეჭვების შესახებ, რაზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ზურაბიშვილი არც “ომეგა ჯგუფის” წილების გადანაწილების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა.

„ეს მე არანაირად არ მეხება. ჩემი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება არის სრულიად გამჭვირვალე“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

იტვირთბა....