იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც დოლიძემ აღნიშნა შესაძლო კორუფციაზე არსებულ კითხვებს ხელისუფლებამ პასუხები უნდა გასცეს.
„მე ვხედავ საკმაოდ დამაფიქრებელ სურათს, როდესაც კორუფციის ზრდის შესახებ ბიზნესმენების მხრიდან ყოველ კვირას ახალი განცხადება არის, არა მარტო „იბერიასა“ და „ომეგას“ საქმე, არამედ გუშინ მოვისმინე ესტონელი ბიზნესმენის განცხადება, რომ საქართველოში კორუფცია იზრდება და კორუფციის რისკები მაღალია. ეს განცხადებები არის სრულიად დამაზიანებელი ჩვენნაირი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, რომელიც ნელ-ნელა ემშვიდობებოდა კორუფციულ წარსულს. ისინი ხელს შეუშლის ინვესტიციების მოზიდვას, ამ განცხადებების ცენტრში არის სასამართლო ხელისუფლება, სადაც წესით უნდა ირჩეოდეს მსგავსი დავები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიზნესმენების ნდობა სასამართლოს მიმართ დაბალია“- განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩანაწერებში, რომელიც “კურიერმა” გაავრცელა, საუბარია, რომ “ომეგა ჯგუფის” გაყიდული ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის დასაფინანსებლად 2,5 თეთრი ირიცხება.