aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აბსოლუტურად ყველა კვლევით, ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი კობახიძის მხრიდან ოპოზიციური გაერთიანების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გიორგი ვაშაძემ არაადეკვატური უწოდა.

სწორედ ამიტომ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარეს დებატებში იწვევს.

“მზად ვარ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკა, როგორი სასამართლო სისტემა უნდა ავაშენოთ, როგორ უნდა მოვსპოთ საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებები და პოლიტიკური პოლიცია, როგორი უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოები, როგორ უნდა დავიცვათ თითოეული ადამიანის უფლება. სადაც გინდათ, ნებისმიერ ფორმატში, დავსხდეთ და ვისაუბროთ მომავალზე, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ ამაზე საუბრის თავიც არ გაქვთ, რადგან ერთადერთი, რითიც ფიქრობთ, ეს არის, რომ ასიამოვნოთ ივანიშვილს და მეორე, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოთ. აი, ამ ფულის შოვნას, თქვენ ქართველი ამომრჩეველი არ გაპატიებთ. ხალხი ნამდვილად არ გაპატიებთ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს და აუცილებლად მიიღებთ საკადრის პასუხს 28 ოქტომბერს არჩევნების დროს.

აბსოლუტურად ყველა კვლევით, ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ჩვენს კანდიდატს აქვს დამაჯერებელი უპირატესობა და ამას თქვენი კვლევებიც აჩვენებს და ამაზე მეტყველებს თქვენი აკანკალებული ხმა დღევანდელ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, შეწყვიტეთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები! როცა საქართველოს აბრალებთ ომის დაწყებას, როცა საუბრობთ, რომ თითქოს ორი ერთეული ჩააბარა ვინმემ რუსეთის ფედერაციას, უბრალოდ გრცხვენოდეთ, იმიტომ რომ მომავალი თაობები თქვენ აუცილებლად მოგთხოვენ პასუხს იმ დანაშაულებრივ განცხადებებზე, რასაც დღეს აკეთებთ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ნამდვილად ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ არ შეიძლება საქართელოს პრეზიდენტი იყოს ადამაინი, რომელიც, თქვენი დავალებით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ისევე, როგორც თქვენ” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....