“აფხაზთა კრება” და ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინაღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო სამართლებრივი პასუხი უნდა აგოს.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, საუბარია ზურაბიშვილის მიერ 308-ე და 319-ე, მუხლების დარღვევაზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობასა და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში უცხო ქვეყნის დახმარებასნ გულისხმობს.
მხარეები შესაბამისის განცხადებს შეტანას პროკურატურაში დღეს აპირებენ.
აფხაზთა კრება და ძალა ერთობაშია სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით მიმართავს.
Gepostet von დავით ქაცარავა am Dienstag, 25. September 2018