ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც პუტინმა ფეხზე დააყენა და მას ანგარიში პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ”

ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იმის მაგივრად, რომ ივანიშვილის მთავრობას სააკაშვილი სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, კოჰაბიტაცია შესთავაზა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც პუტინმა ფეხზე დააყენა და მას ანგარიში სხვებმა, განსაკუთრებით კი პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.

„სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილთან ერთად სათავეში 2012 წელს მოვიდა, იმის მაგივრად რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში, დაიწყო ეს ომი და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები. სააკაშვილი იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი და მას აქვს გარკვეული შესაძლებლობები იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდეს.

როდესაც საქართველო პრაქტიკულად დაყოფილია, არსებობს 2 გადაუჭრელი კონფლიქტი და რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ნატოში გაწევრიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. კურსი დასავლეთისკენ და კონფრონტაციული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ აირჩია. პარტია, რომელიც ფიქრობს რომ საქართველოს სხვაგვარი პოლიტიკა სჭირდება, ჩვენ ვართ. ახლა რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პუტინმა დააყენა ფეხზე და მას ანგარიში სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.

რაც შეეხება არჩევნებს, მე გადავწყვიტე არ მიმეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან არ მექნებოდა საშუალება რაიმე შემეცვალა ქვეყანაში. საქართველოში არჩევნები პრაქტიკულად არ ტარდება და შედეგები იქნება ისეთი, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს უნდა“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში.

იტვირთბა....