კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება სირიას 2 კვირის განმავლობაში გადასცეს თანამედროვე С-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სამხედრო თანამედროვე იარაღს შეუძლია 250 კილომეტრის სიშორეზე განახორციელოს შეტევა და ამავდროულად, გაანადგუროს რამდენიმე სამიზნე.
“ამით სირია გააძლიერებს საკუთარ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას” – სიამაყით განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
რუსულმა მხარემ ჩვეულ სტილში გაამართლა ეს ნაბიჯი და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მიზნად არ ისახავს მესამე ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას და მხოლოდ სირიაში რუსი სამხედროების დაცვას ემსახურება. ეს განცხადება პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა.