მეუფე იაკობმა “ქრონიკასთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, სალომე ზურაბიშვილზე იხუმრა, როდესაც კანაფის დედოფალი უწოდა.
“მკაცრი განცხადებები არ გამიკეთებია. ხუმრობით ვთქვი. ორჯერ ვიხუმრე. თან ვიღიმებოდი. მკითხეს, როგორ ფიქრობ, პრეზიდენტი გახდებაო?- და მე ვთქვი რაღაც სიტყვები, რომლის გამეორებაც არ მინდა, რადგან ამასაც სხვანაირად გამოიყენებენ. ქალბატონ სალომეს ამაზე უხეში რეაქცია არ ჰქონია, მანაც ხუმრობაში გადაიტანა ყველაფერი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ის ემორჩილება პატრიარქის ნებას და პოლიტიკურ განცხადებებს აღარ გააკეთებს.