ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის კინოთეატრში რელიგიის შეურაცხყოფის მოტივით, ფილმს ქართულად აღარ გაახმოვანებენ

ქუთაისის კინოთეატრი “კინო საქართველო” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფილმი “მონაზვნის წყევლა” ქართულად აღარ იქნება გახმოვანებული, მიზეზი რელიგიის შეურაცხყოფაა.

“27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის “მონაზვნის წყევლა” ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ.

ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....