ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კორუფცია უკვე პარლამენტის დარბაზში შემოვიდა”

“ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, დეპუტატი მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს.

“კორუფცია უკვე პარლამენტის დარბაზში შემოვიდა. დღეს პარლამენტის დღის წესრიგში პირველ საკითხად შესულია კანონპროექტი, რომელსაც ლობირებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი. ვითხოვთ, უახლოეს დღეებში ფრაქციის სხდომაზე გამოცხადდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომელსაც ასევე აქვს კერძო ინტერესები კერძო ბიზნესში, რომელიც განათლებას შეეხება.” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მინისტრს, ფრაქციის სხდომაზე, მომდევნო კვირას ელოდებიან.

იტვირთბა....