2015 წელს თურქეთის ავიაგამანადგურებელმა ჩვენი თვითმფრინავი გამიზნულად ჩამოაგდო. ახლა კი ჩვენი თვითმფრინავი ისრაელს არ ჩამოუგდია. სირიაში რუსეთი თავისი სამხედროების დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამას ყველა გრძნობს, – ამის შესახებ რუსთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში ასადის ძალების მიერ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-20 სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების, ეს-200-ის კომპლექსის რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ბორტზე 15 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა.