“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, გავა დაახლოებით 20 წელი და აშშ-სთან ერთად რუსეთი იქნება ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ძალა. რუსეთი გახდება ნატო-ს წევრი. მთავარი გეოპოლიტიკური დაპირისპირება წარიმართება დასავლეთსა და აღთმოსავლეთს შორის. დასავლეთის ლიდერი იქნება აშშ და აღმოსავლეთის ჩინეთი. ამ შემთხვევაში, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში რუსეთისთვის რაღაც არჩევანის გაკეთება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი გახდება ნატოს ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე. მე ვფიქრობ, რომ გამოცდილმა პოლიტიკოსმა ასეთი გრძელვადიანი პროგნოზები უნდა გააკეთოს და იქიდან გამომდინარე ისაუბროს საქართველოს როლზე”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნიკოლოზ ლეკიშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
იტვირთბა....