ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დატბორილია სახლების პირველი სართულები და ჩახერგილია გზები – გურიაში სტიქიას ებრძვიან

გურიაში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. ოზურგეთსა და ლანჩხუთში უხვი ნალექების გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზების ზოგიერთი ადგილი ხეებითაა ჩახერგილი.

გურიის პოლიციის დეპარტამენტი და გურიის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავებაში ეხმარებიან და შეასაბამს სამსახრებთან ერთად საავტომობილო გზების გაწმენდაში აქტიურად არიან ჩაბმული. ინფორმაცის “გურიანიუსი” ავრცელებს.

ძლიერი წვიმის გამო დროებით შეფერხებული იყო ავტომობიილების გადააადგილება, თუმცა ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა სრულად აღდგა. გურიის სავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ

იტვირთბა....