ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც აქცია უნდა გაიმართოს, სპეცრაზმია მობილიზებული

გორის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა აქცია უნდა გამართონ, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

ადგილზე პოლიციელებს ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. გარდა ამისა, ადმინისტრაციული შენობის უკან, ეზოში, ასევე იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი რამდენიმე მანქანით.

თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა დრეს აქცია გამართეს. ისინი 18 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის მკვლელობის მუხლით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

იტვირთბა....