aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტივ რასელი: “მოვუწოდებ უდრეკ ქართველებს, ჩასჭიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ დრაკონი” (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი სტივ რასელი საქართველოს შესახებ კონგრესში ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ეს იყო ჯერ კიდევ ადრე, თუმცა ეს თემა, გამომდინარე მოახლოებული არჩევნებიდან, ისევ აქტუალურია. ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში, მის გამოსვლას მაშინ, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მკითხველთა დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტო guardian.ge გთავაზობთ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ოკლაჰომას შტატიდან, სტივ რასელის კონგრესში გამოსვლის ინგლისური ტექსტის სრულ ქართულ თარგმანს.

„მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს რესპუბლიკა არჩევნებს ატარებს. ეს არჩევნები არა მხოლოდ მის ეროვნულ ხელმძღვანელებს განსაზღვრავს, არამედ ამ არჩევნებმა მოსალოდნელია, რომ განსაზღვროს – რჩება თუ არა საქართველოს რესპუბლიკა ნახევრად თავისუფალ ქვეყნად, რომელიც განაგრძობს თვითგამორკვევის გზაზე სვლას, თუ ისეთ ქვეყნად, რომელიც ვერ გაუწევს წინააღმდეგობას კორუფციას, რუსულ ოლიგარქიულ გავლენას, და რუსეთის დომინირებას.

საქართველოს მისი თვითმყოფადობის დასაცავად ბოროტ ტირანებთან, მჩაგვრელ მეზობლებთან, კორუფციულ ოფიციალურ პირებთან და დამპყრობლებთან ბრძოლის ხანგრგრძლივი ისტორია აქვს. მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ერი, თავისი გამორჩეული ენით და ხალხით, შავი ზღვის გასწვრივ მოკალათებული საქართველო – აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის არსებით დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. სომხებთან გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ის მთელი მისი არსებობის განმავლობაში გადარჩენისთვის მისი მეზობლების, ხან თურქების, ხან სპარსელების და ხან რუსების გაბატონების წინააღმდეგ იბრძოდა.

1991 წელს რუსეთისგან თავის დაღწევის და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მისი ბრძოლა ადვილი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის დანგრევისას საქართველომ შიდა არეულობა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის ბრძოლა გადაიტანა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რუსეთისგან მხარდაჭერილი ლიდერის ედუარდ შევარდნაძის მიერ იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გამსახურდიამ კი არჩეული მთავრობის აღდგენის მცდელობას მოგვიანებით საკუთარი სიცოცხლე შესწირა და მისი გარდაცვალების გარემოებები ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებისა და პოლიტიკური ლიდერების დომინირების შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკა უდიდესი რეფორმების განხორციელებას ცდილობს. 2003 წელს ვარდების რევოლუციით საბოლოოდ გაარღვია ჯაჭვები და თვითგამორკვევის გზას დაადგა. შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო ამ მცდელობაში და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ქართველი ამომრჩევლების კანონიერი უფლება დაიცვეს და გამოავლინეს არჩევნების შედეგების კორუფციულობა.

შევარდნაძის მთავრობა ცდილობდა იგნორირება გაეკეთებინა ნამდვილი შედეგებისთვის, მაგრამ ქართველ ხალხს განსხვავებული გეგმა ჰქონდა და მშვიდობიანად აიძულა შევარდნაძე დანებებოდა ხალხის ნებას, როცა პარლამენტში შტურმით და ხელში ვარდებით შევიდნენ. ეს იყო მსოფლიო ისტორიაში თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ეპიზოდი.

მას შემდეგ, საქართველო თვითგამორკვევის, დასავლეთის ჩართულობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ვაჭრობის გაუმჯობესების გზას ადგა. ამას კი, ფასის გადახდის გარეშე არ ჩაუვლია. ქართული ოლქების, ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტებმა, რომლებიც მოსკოვისგან იყვნენ გამხნევებულნი, საქართველოს რესპუბლიკა ალიაქოთში გახვიეს. რუსეთმა ეს საქართველოს დაპყრობის საბაბად გამოიყენა და ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიები, მაშინ როცა შავი ზღვის სანაპიროებზე განლაგებული რუსეთის ბაზების დახურვის შესახებ ადრე დადებული ხელშეკრულებების დენონსაცია მოახდინა.

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა, შეძლო რეფორმების ჩატარებით, საქართველო მსოფლიოში ჩამორჩენილი სტატუსიდან გამოეყვანა და ჩამოეყალიბებინა გაუმჯობესებული ფინანსური სტრუქტურა, მიეღწია ეკონომიკური ზრდისთვის და უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.

ყველა ბრძოლისას, მისი ყველა თვითგამორკვევისას, საქართველოს გარე მეზობლები ყოველთვის ცდილობდნენ მისთვის მეტოქეობის გაწევას, რათა გაეხადათ ის თავიანთი სურვილების მორჩილი. რუსეთი მწვავე ტკივილად აღიქვამს თავისუფალ ხალხებს და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს იმ სივრცეში, რომელზეც ერთ დროს, საბჭოთა კავშირის არსებობისას, ბატონობა გააჩნდა. ამ ხალხებმა კი მასზე უარი თქვეს და აირჩიეს თავინთი ენის, კულტურის და ისტორიის დაცვა და თავიანთი თავისუფლების აღდგენა.

რუსეთმა, თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა ძალისმიერი გზებით, იქნებოდა ეს ყირიმში – უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში თუ საქართველოში, იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა მონური სტატუსისთვის – მოდელი კი ყველაგან ერთნაიარია. რუსეთის თამაშები იწყება მოსკოვისადმი ერთგული ოლიგარქების მხრიდან ოპოზიციური ჯგუფებისთვის ნაღდი ფულის უშურველად უზრუნველყოფით, სეპარატისტებისადმი კეთილგანწყობის გამოხატვით, და შემდეგ ისინი უკვე გამხნევებულნი არიან გააღვივონ დაყოფა მებრძოლი რესპუბლიკების წინააღმდეგ, მოითხოვენ რა აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი ხალხის უფლებების დაცვას.

შემდეგ კი რუსეთი ხელს უმართავს მილიციას რომ შექმნას მღელვარება და არეულობა, რაც ძაბავს ადგილობრივ პოლიტიკურ მდგომარეობას და იქ მცხოვრებ ხალხებს აიძულებს ყველაფერზე დაყაბულდნენ და თანახმა არიან თუგინდ იმ ძველი ცუდი დღეების დაბრუნებაზეც კი, ოღონდ რამენაირად აღდგეს წესრიგი.

შემდეგ კი ეროვნული პოლიტიკური პარტიები არიან ინფილტრირებული და პირთამდე გავსებული ოლიგარქის ნაღდი ფულით და ძალაუფლებაში მოყვანის დაპირებებით, რომ ისინი ლეგიტიმურ პარლამენტს გადააქცევენ პრო-მოსკოვური მმართველობის ორგანოდ. არსებითად არაფერი სხვა არ ხდება გარდა იმისა, რაც ძველად, საბჭოთა დროს იყო, როცა მოსკოვისგან მართული სტრუქტურა არსებობდა.

არც საქართველოში ხდება რამე განსხვავებული. მიუხედავად საქართველოს ბრძოლისა გარე დამპყრობლების წინააღმდეგ და იმ მცდელობისა, რომ აეყარათ ბორკილები ადრეულ 1800-იან წლებში, ან 1918 წელს თუ 1991 წელს, რუსეთი რაღაცნაიარად გრძნობს, რომ მისი უფლებაა მოეპყროს ქართველებს, როგორც ქვეკლასის ადამიანებს და საქართველო მისთვის მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ მოსკოვის ინტერესებს მოემსახუროს და თვლის, რომ საქართველოს ტერიტორია მხოლოდ რუსეთის ინტერესების დამაკმაყოფილებელი სატრანზიტო გზა უნდა იყოს.

2003 წელს რუსული ჯაჭვის წარმატებული მოცილების შემდეგ, რუსეთმა განაგრძო საქართველოს პოლიტიკური სისტემის დაშინება, გააღვივა არეულობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, დაიპყრო საქართველო და დაარღვია მასთან სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ხელმოწერილი ხელშეკრულება. განსაცვიფრებელია, მაგრამ ფაქტია, ამისდა მიუხედავად, საქართველო უდრეკი დარჩა. ამგვარად, კლასიკური ფორმით, რუსეთი პოლიტიკური პროცესის ინფილტრაციის მოხდენაზე გადავიდა, იმ იმედით რომ შექმნის მის საკუთარ პრო-მოსკოვურ მთავრობას საქართველოს დედაქალაქში.

დამფინანსებელთა და პოლიტიკური ინფილტრაციის განმხორციელებელთა შორის მთავარი არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე. მიზანია, ხმების ყიდვით, იმგვარადვე გააყალბონ არჩევნები, როგორც ეს 2003 წელს მოხდა; პოლიტიკური ოპონენტების დასჯით, საქართველოში არსებული პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, გავლენა მოახდინონ არჩევნებზე, მაშინ როცა საქართველოს სპეციალური ძალების გამოყენებით შეეცდებიან გავლენის მოხდენას შედეგებზე.

საარჩევნო კომისიის შემადგენლობის სრული პრივატიზების პირობებში – ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, მისი 98%-ი ივანიშვილის მიერ კონტროლდება – ქართველი ხალხი ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების უფლების მხრივ, შემაშფოთებელი პერსპექტივის წინაშე დგას. ასეთი დაშინების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი მსოფლიოს მხარდაჭერას მოელის.

რაღაცნაირად მისადაგებულად გამოდის ბატონო თავმჯდომარევ ის, რომ ეს შაბათი წმინდა გიორგის დღედ აღინიშნება მსოფლიო ისტორიაში. წმინდა გიორგი, ქრისტიანი წამებული და დრაკონის მითიური გამგმირავი, ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, არის საწყისი, საიდანაც ქვეყანა – საქართველო იღებს სახელს. ქართველ ხალხს სურს განგმიროს ეს პოლიტიკური დრაკონი და დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე, როგორც მათ ეს მანამდე შეძლეს, მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

არ შეიძლება, რომ მათ ვედრებას ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ. ამერიკელების უმრავლესობამ რუკაზეც კი არ იცის, თუ სად მდებარეობს საქართველო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მათ მეგაფონი რომ ხმამაღლა გავაჟღეროთ გზავნილი. და გზავნილი კი არის ის, რომ – მათ სურთ დარჩნენ თავისუფლები.

აქ კი არის რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რაც ჩვენ ამ ქვეყნისთვის შეგვიძლია გავიღოთ.

ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დავეხმაროთ საქართველოს შემოდგომის არჩევნებზე პროცესებზე მეთვალყურეობის გაწევაში, როგორც ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ 2003 წლის ცენტრალურ არჩევნებზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საარჩევნო კომისიას აღიდგინოს თავი წარმომადგენლობით ორგანოდ და ნუ იმყოფებს თავს მოსკოვის და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კერძო მფლობელობაში.

ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს და დასავლეთის ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის აქტივები, რადგან ის არღვევდა კანონს, როგორც იარაღით უკანონოდ მოვაჭრე.

ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს მივცეთ ნიშანი იმ ქართველ ოფიციალურ პირებს და ბიზნეს ლიდერებს, რომლებიც აღმოჩნდებიან თავისუფალი არჩევნების მოსყიდვის თანამონაწილეები, რომ გაუქმდეს მათი ვიზები და გაიყინოს მათი აქტივები.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ დასავლეთის თავისუფალი პრესის ჟურნალისტებს არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში, რომელიც შესაძლოა საქართველოს რესპუბლიკისთვის თავისუფლების ბოლო რამდენიმე თვე იყოს, მისცენ ქართველ ხალხს შანსი, მათი ხმა მიწვდენილი იყოს მსოფლიოსთვის.

ბოლოს, ჩვენ მოვუწოდებთ თვითგამორკვეულ თავისუფალ და უდრეკ ქართველ ხალხს, იდგეს წმინდა გიორგის სულიერების გზაზე. იყავით თავაწეულნი, მტკიცედ ჩასჭიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ თავდამსხმელი დრაკონი. თქვენ მანამდეც მდგარხართ საფრთხის წინაშე.

2003 წლის მსგავსად, თქვენ კვლავ შეგიძლიათ აჩვენოთ მსოფლიოს რომ თავისუფლება ვერ იქნება კორუფციით და დაშინებით დათმობილი. ქართველმა ხალხმა ასევე უნდა იცოდეს რომ ჩვენი სამყაროს ღმერთი არ თვლემს. ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი ვუერთდებით ქართველ ხალხს და ვლოცულობთ თქვენი თავისუფლებისთვის,“ ასე ასრულებს კონგრესმენი სტივ რასელი თავის გამოსვლას კონგრესში, რომლის ინგლისური ტექსტის სრული თარგმანი GUARDIAN.GE-მ შემოგთავაზათ. დაბლა კი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.

სრული თარგმანი GUARDIAN.GE

 

იტვირთბა....