ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შესაძლოა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდეს, ან შესაძლოა – არა – ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, უახლოესი 10 დღის განმავლობაში შეიტყობთ”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.

მისი თქმით, მომდევნო 10 დღე გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, თუ რა მიმართულებით წავა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არ არის გამორიცხული მოქმედებების გამკაცრება, თუმცა იქვე დატოვა დიპლომატიური სივრცე შეთანხმებისთვის.

„შესაძლოა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდეს, ან შესაძლოა – არა. შესაძლოა, შეთანხმებას მივაღწიოთ. ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, უახლოესი 10 დღის განმავლობაში შეიტყობთ“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....