“უპირველეს ყოვლისა, უნდა განვასხვავოთ თუ რა ფასეულობას ეყრდნობა ეკლესია. ეკლესია ებრძვის არა ცოდვის ჩამდენს, არამედ ცდილობს, ცოდვის ჩადენის წყარო გამოყოს დამნაშავისგან. ჩვენ ცოდვის წყაროს უნდა ვებრძოლოთ და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ჩარჩოში მოხვდნენ. ამიტომ, ჩვენი აზრით და ზოგადად, ყველა რელიგიაში ასეა, ეს არის ცოდვა, რომელიც პროპაგანდას არ საჭიროებს. ეს არის ცოდვა, რომლის ჩარჩოებში მოხვედრილ ადამიანებს განსაკუთრებული ფაქიზი ყურადღება ჭირდებათ, რათა თავად გაერკვნენ ცოდვის არსში და ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც მათ უნდათ. პროპაგანდის წინააღმდეგი უნდა იყოს ყველა. ის პროპაგანდას უწევს ამ ცხოვრების წესს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ნორმისგან გადახვევაა. ნორმა ის, რაც ღმერთმა დააწესა, ქალისა და კაცის ურთიერთობა, ეს არის ახალი შთამომავლობის შობის უპირველესი წყარო და ამ წყაროს ახლავს ის კომპონენტი, რასაც ოჯახი ქვია”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ-გელა სალუაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
იტვირთბა....