ციმბირში მასშტაბური სამხედრო სწავლებების, “ვოსტოკ 2018″-ის მთავარ ეტაპს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო.
სამხედროებმა მტრის იერიშის მოგერიებაში, შეტევაზე გადასვლასა და მოწინააღმდეგის განადგურებაში ივარჯიშეს. სწავლებებში მობილიზებული იყო ავიაციაც და მძიმე ტექნიკაც. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
“ვოსტოკ 2018″, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სწავლებაა და მასში 300 ათასი ჯარისკაცი და ორი სამხედრო ფლოტი მონაწილეობს.