ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

სააკაშვილი – ვაზის ქვეყანაში ვენახის გაჩეხვა და კანაფის დათესვა სურთ, ავღანეთს გვიმზადებენ! (ვიდეო)

საქართველოს ექს-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყანა საფრთხეშია და ერმა არ უნდა დაუშვას საქართველოში მეორე ავღანეთის გამეორება.

“ივანიშვილი და მთელი მისი მინისტრები დაემწკრივნენ და ამტკიცებენ, რომ კანაფის ექსპორტი ეკონომიკისთვის არის ძალიან კარგი. ჩვენ უკვე ვნახეთ ივანიშვილის ერთი ინიციატივა – ბიტკოინების ქარხანა გლდანში. რომელიმე თქვენგანმა მიიღო რამ სარგებელი? გარდა იმისა, რომ გაგიძვირდათ დენი. ზუსტად ასევეა მარიხუანა. ივანიშვილი დაინტერესებულია, გლეხები გაკოტრდნენ, ვაზის ქვეყანაში ვენახი გაიჩეხოს. მიწები იაფად ჩაიგდოს ხელში, ისინი აპირებენ ამ მიწების შემოღობვას, როგორც შემოღობა ბოტანიკური.

მე მინდა ვუთხრა იმ ვითომ პროგრესულ ხალხს, ეს მარიხუანა არ გავა ექსპორტზე, რადგან დიდი ხანია ეს ბაზარი დიდი წარმოების ქვეყნებს უჭირავთ. ბევრად უფრო ახლო მაგალითი გვაქვს – ავღანეთი. ავღანეთი 70-იან წლებში იყო წარმატებული ქვეყანა – განათლებული ხალხი, უჩადრო ქალებით, შადრევნებით და ა.შ. 70-იან წლებშ შემოვიდა ყაყაჩოს კულტურა და მთელმა ერმა დაიწყო მოწევა. დღეს ავღანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული ერი. ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს. ახლა უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, რათ არ დავუშვათ ერის გადაგავრება. ნარკოტიკებს მოაქვს დანაშაული, გაღატაკება და მოსხლეობის გამოშტერება. არ მივცეთ ივანიშვილს, ქართველი ერის სიძულვილის გამო გაანადგუროს ქვეყანა. მეც, ჩვერთვები ამ ბრძოლაში, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეს არ უნდა დავუშვათ. აბა, თქვენ იცით!”, – აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო გუნდს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მარიხუანასგან წარმოებული მედიკამენტები უცხოეთში ექსპორტზე გავა.

იტვირთბა....