რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების „აღმოსავლეთი-2018“ ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდობიანი სახელმწიფოა.
„რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს და ვერც ექნება. მიუხედავად ამისა, რუსულ ჯარს შეუძლია, პოტენციურ სამხედრო საფრთხეებს წარმატებით გაუმკლავდეს, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი-2018“ 11 სექტემბერს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდება. წვრთნები შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და წყნარი ოკეანეს აკვატორიებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მეთაურობით მიმდინარეობს.