“ერთადერთი ინტერესი, რაც სალომე ზურაბიშვილს გააჩნია, ეს არის საკუთრი პირადი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება. ეს ინტერესი ამოძრავებს მას, როდესაც უნდა ქვეყნის პრეზიდენტობა. ეს ინტერესი ქონდა, როდესაც სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა და გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ინტერესი ქონდა, როდესაც “ოცნების” დახმარებით გახდა პარლამენტის წევრი და ეს ინტერესი ამოძრავებს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად იყრის კენჭს. არანაირი ინტერესი, რომ ეს ქვეყანა განვითრდეს და წინ წავიდეს ამ ადამიანს არ აქვს. რასაც ვერ მიაღწია საფრანგეთში, ცდილობს, ეს პატივმოყვარეობა საქართველოში დაიკმაყოფილოს. ეს არის და ეს”, – ამის შესახებ “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ “მეტრონომთან” ინტერვიუს დროს საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეფასებისას განაცხადა.
იტვირთბა....