ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, რადგან ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა”

ფრაქცია მწვანეების თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, რადგან ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა.

გაჩეჩილაძის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალების წარმოება მხოლოდ ექსპორტზე იქნება გათვლილი.

„მას შემდეგ, რაც მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, იძულებული ვართ, რომ ის ვაკუუმი შევავსოთ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წარმოიშვა. მარიხუანას ქუჩებსა და ეზოებში რომ ეწევიან, ეს როგორმე უნდა შევზღუდოთ, რომ არ გავრცელდეს.

კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა, რაც პარლამენტში განიხილება და რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაიზრდება და იმ ადამიანების რაოდენობა შეიზღუდება, ვინც დაკავშირებულია მარიხუანის მოხმარებასთან. არის ასეთი ვერსიაც, რომ საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, ოღონდ, სამკურნალო თვალსაზრისით. ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა, ლიცენზიის გამცემი ვინ იქნება, ვერ გეტყვით. ალბათ, ამაში შსს და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იქნებიან ჩართული. აგრარულ სექტორში ალბათ ამის მოყვანა ლიცენზირებას დაექვემდებარება და როგორც ამბობენ, ძალიან მკაცრად კონტროლირებდი იქნება და მხოლოდ ექსპორტზე იქნება გათვლილი. როგორც თქვეს, საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა კანაბასის ზეთის შემცველ ნივთიერებებზე”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

იტვირთბა....