ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყოფილი გუბერნატორი ზურაბიშვილის შტაბის უფროსად დანიშვნაზე კონსულტაციებს გადის

“შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელოს” – ამის შესახებ რადიო “მოზაიკა” მას ცოტა ხნის წინ ესაუბრა.

სამხარაძე აცხადებს, რომ ოფიციალური განცხადების გაკეთება ამ ეტაპზე არ სურს და გვირჩევს დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

“ვერც დაგიდასტურებთ ჯერ ოფიციალურად და ვერც ვერაფერს გეტყვით არაოფიციალურად, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონსულტაციები და გუნდში მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.” -აცხადებს კახა სამხარაძე.

ყოფილმა გუბერნატორმა უპასუხოდ დატოვა ასევე რადიო “მოზაიკას” კითხვა, რომელიც შემოთავაზების შემთხვევაში მის პოზიციის დაფიქსირებას ეხებოდა.

კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნიას 2017 წლის მარტიდან ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური გაერთიანების “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კოორდინატორად მუშაობდა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....