ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოში პრო-რუსული ძალები არიან, თუმცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მათი გავლენები შემცირდა

საერთაშორისო კონფერენცია “მსოფლიო თავდაყირა – 2018”-ზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პრო-რუსული ძალები არიან, თუმცა, 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, მათი გავლენები შემცირდა.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ბიზნესს აყაჩაღებდა, ხალხს აწამებდნენ და თან ამბობდნენ, რომ პროდასავლური ძალა იყვნენ. სწორედ მაშინ ადამიანების ნაწილი დასავლეთის მიმართ გულაცრუებული გახდა და მომძლავრდა რუსული სენტიმენტები. 2012 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც პროევროპული “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ეს გავლენები შემცირდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....