ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაბნის გზატკეცილზე დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი კომაშია

კლინიკა”ევექსის” რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ რთველიშვილმა განაცხადა, რომ გარდაბნის გზატკეცილზე დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი კომაშია.

„პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ იმ მომენტში, როცა მოხდა გულის გაჩერება, სამედიცინო ჩარევამდე გაურკვეველი, მაგრამ დიდი დროა გასული და არის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, ანუ ჟანგბადის ნაკლებობით დაზიანება. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ამ წუთას პაციენტი კომაშია და დაკვირვების ქვეშაა. აქვს მენჯის ძვლის მოტეხილობა და ფილტვის დაჟეჟილობა, ასპირაცია. თუმცა, ეს არაა აქტუალური. ამ კუთხით კონტროლდება პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, გულის მუშაობა აღდგენილია, მაგრამ თავის ტვინის დაზიანება რამდენად შექცევადია ან შეუქცევადია, ამას დრო გვიჩვენებს. ოპერაცია არ სჭირდება”, – აცხადებს ექიმი.

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, N101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ: 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.., -ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....