გორში სურსათის მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტი და 200 ლარი. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვე პუნქტით დაიწყო, რაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.