იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საბჭოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება.
“დღეს საბჭომ მიიღო ცვლილება არსებულ წესში, რომლის მთავარი საფუძველი იყო უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში შექმნილი კრიზისული ვითარება. ამ წლის ოქტომბერში მოსამართლე პაატა სილაგაძეს გასდის ვადა და შესაბამისად, პალატაში რჩება მხოლოდ ერთი მოსამართლე (სამის მაგივრად). მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის სფეროშია სწორედ ისეთი საქმეები, რომლებიც პირდაპირ აისახება ადამიანის უფლებებზე და სწრაფი მართლმსაჯულება სწორედ რომ, პირველ რიგში, აქ არის აუცილებელი. შექმნილ კრიზისზე სრული პასუხისმგლებლობა ეკისრება საქართველოს პარლამენტი ს.
უკვე 2 წელია პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატურა, მაგრამ პარლამენტი ამ საკითხს კენჭს არ უყრის. შესაბამისად, პალატა გვრჩება ერთი მოსამართლის ამარა, რაც პირდაპირ აისახება მხარეების უფლებების მდგომარეობაზე”, – წერს დოლიძე.