ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ გაქვთ ჯადოსნური ჯოხი, საცობების გარეშე შევძლო საგზაო სამუშაოების წარმოება, დიდი სიამოვნებით მივიღებ”

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშოები სასწავლო წლის დაწყებამდე დასრლებასთნ დაკავშირებით, განაცხადა რომ თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, საცობების გარეშე შევძლოთ საგზაო სამუშაოების წარმოება, დიდი სიამოვნებით მივიღებთ.

მისი თქმით, საგზაო სამუშაოების დროს მათ სხვადასხვა ქუჩებზე ასევე საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყლის მომარაგების და სხვა სახის პრობლემების მოგვარება უწევთ.

„ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს და საცობები ნორმალურია. ამ მასშტაბის სამუშოები არასდროს ჩატარებულა. თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, შევძლო საცობების გარეშე ამ სამუშაოების წარმოება, დიდი სიამოვნებით მივიღებდი“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, საგზაო სამუშაოების პარალელურად დაიწყებს თუ არა მერია თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ხომ არ შეექმნებათ ამის გამო გადაადგილების პრობლემები მგზავრებს, კალაძემ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მეტროსადგურებშიც დაიწყებენ, თუმცა ამისთვის ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს მეტროსადგურებში აუცილებლად დავიწყებთ. ველოდებით სამხარაულიდან კონკრეტულ პროექტებზე დასკვნას. მგზავრებს, რა თქმა უნდა, გადაადგილებაში ხელს არ შევუშლით, რადგან შესაძლებელია, რომ სამუშაოები ღამითაც განხორციელდეს“, – განაცხადა მერმა.

იტვირთბა....