“სალომე ზურაბიშვილს თუ “ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ“, – ასე უპასუხა გორის მაჟრიტარმა დეპუტატმა რადიო “მოზაიკას“ კითხვას სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიაში ფინანსურ მხარდაჭერას ვერ გაუწევს.
“მე მის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე