ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თურქმა მაშველებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი ზღვაში იპოვეს

თურქეთში, დაბა ქემალფაშას სანაპიროზე, ზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი თურქმა მაშველებმა დღეს დილით იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საქართველოს მოქალაქე 28 წლის არჩილ ყურშუბაძე ზღვაში შევიდა, თუმცა სანაპიროზე გამოსვლა ვერ შეძლო. ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ თურქ მაშველებს სანაპიროზე მყოფმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა შეატყობინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

არჩილ ყურშუბაძე სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, იგი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა, დაბა ქემალფაშაში ტრანსპორტი გააჩერა და ზღვაში შევიდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში თურქული მხარის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ზღვაში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

თურქეთში ამ დროისათვის იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. მოგვიანებით არჩილ ყურშუბაძის გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.

იტვირთბა....