გარემოს ეროვნული სააგენტონ ინფორმაციით 12 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიამიანი ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში, მათ შორის თბილისშიც. დღისით კი მზიანი ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია სეტყვაც.
12 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 26–31 გრადუსი, თბილისში – 28–30 გრადუსი.