ინდოეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით , ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარკჰანდისშტატში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნას.
ასევე ავარიის დროს დაშავდა 21 ადამიანი.
ავტობუსში 30-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. პოლიციის ვარაუდით, ავტობუსის მძღოლმა მთის გზის რთულ მონაკვეთზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.