ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

NEW YORK TIMES-მა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ნადალთან გამართულ მატჩს სტატია მიუძღვნა

NEW YORK TIMES-მა ამერიკის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რაფაელ ნადალის მიერ გამართული მერვედფინალური მატჩის შემდეგ, ქართველ ჩოგბურთელს სტატია მიუძღვნა.

გამოცემის თქმით, ბასილაშვილმა პოსტ საბჭოთა პატარა ქვეყნის, საქართველოს იმედები გაამართლა.

“სტადიონზე ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდი და ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო”, – განუცხადა ბასილაშვილმა გამოცემას.

მატჩს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და NBA-ს ქართველი ლეგიონერი ზაზა ფაჩულიაც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გუშინდელი მატჩი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან რაფაელ ნადალთან 3-6, 3-6, 7-6, 4-6 დათმო.

იტვირთბა....