ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი სემ პატენის მუქარის შემცველ შეტყობინებას ასაჯაროებს

სემ პატენი აქტიურად იყო ჩართული პრორუსული პროპაგანდისა და ბინძური ინფორმაციის გავრცელება-მანიპულირებაში. მათ ზიანი მიაყენეს შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში. მათ არამხოლოდ დაუშვეს, რომ საქართველში რუსებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება, არამედ წავიდნენ ამერიკის ერეოვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში გააკეთა.

სააკაშვილმა რუსული კავშირების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტის სემ პატენის მიერ მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისადმი გაგზავნილი შეტყობინება გაასაჯაროვა.

“სემ პატენი 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციის მონაწილე, რომ დახმარებოდა გაზპრომთან დაკავშირებულ და მის უმსხვილეს მეწილეს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც საქართველო ჩაიგდო ხელში.

დღეს ამ ადამიანმა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ეს ტექსტი მისწერა – ახლავე შეაჩერეთ თქვენი ტროლები, წინააღმდე შემთხვევაში, მიშაზე რაღაცეების გავრცელებას დავიწყებ, ურჩევნია ეს არ გავაკეთო. მიშამ იცის რაზე ვლაპარაკობ. ეს ხალხი რუსებთან კავშირში არიან, მათ ქირაობენ და ნებისმიერ სიბიძურეს გააკეთებენ. მზად არიან, მოიტყუონ, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ, წავიდნენ შანტაჟზეც”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

იტვირთბა....