ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთი გერმანიისგან II მსოფლიო ომისას დაკარგულ $54 მილიარდს მოითხოვს

პოლონეთის საპარლამენტო კომისიის ინფორმაციით, ქვეყანამ ნაცისტური გერმანიის ოკუპაციისას, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას $54 მილიარდის ღირებულების ზარალი განიცადა. ამავე ომს პოლონეთის 5 მილიონი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.

პოლონეთის მთავრობა გეგმავს, გერმანიას ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს, თუმცა ოფიციალური მიმართვა ჯერ არ შეუმუშავებიათ.

პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის თქმით, პოლონეთს, როგორც 1939 წელს გერმანიის პირველ სამიზნეს, ყველაზე დიდი ზიანი მიადგა.

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტია კაცობრიობის ისტორიაში. ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

imedinews.ge

იტვირთბა....