ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვინ მოკლა ზახარჩენკო: კრიმინალური გარჩევა თუ რუსეთის სპეცსამსახურები

დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის დაღუპვასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციაზე განაცხადა, რომ ეს არის კრემლის მცდელობა, დაფაროს თავისი ქმედებები. – ასეთია ოფიციალური კიევის პოზიცია, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარიანა ბეცა ახმოვანებს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ზახარჩენკოს მკვლელობის მიზანს დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით რეგულირების პროცესის ჩაშლა წარმოადგენს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სპეციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კიევი დონბასში სისხლიან ომზე გადავიდა იმის ნაცვლად, რომ მშვიდობიანად დაარეგულიროს სიტუაცია. მისი თქმით, ზახარჩენკოს მკვლელობის უკან შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლება იდგეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში კი მიაჩნიათ, რომ ზახარჩენკო რუსულმა სპეცსამსახურმა მოკლა, ან კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა.

შეგახსენებთ, დონეცკის ცენტრში, კაფე “სეპარში” მომხდარ აფეთქებას, დონეცკის ე.წ. პრემიერმინისტრი ალექსანდრ ზახარჩენკო და მისი პირადი დაცვა ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....