ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი, რომელიც შეიარაღებულ თავდასხმაშია ბრალდებული, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პროკურორს, რომელიც დაზვერვის ასეულის მეთაურზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ბრალდებული, სასამართლომ 5000 – ლარიანი გირაო შეუფარდა.

„როგორც ორ მამაკაცს, პირადი უთანხმოების გამო, კონფლიქტი მოგვივიდა,“ –  ყოფილმა პროკურორმა გივი შენგელიამ  ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო მაღალჩინოსანთან, გიორგი მეტრეველთან, პირადი უთანხმოება ჰქონდა, თუმცა, მას მეტრეველის მისამართით იარაღი არ უსვრია.

„გიორგი მეტრეველთან არანაირი სამსახურებრივი, მით უმეტეს, პოლიტიკური რაღაც დავა ან უთანხმოება არ მქონია. ჩვენ, როგორც ორ მამაკაცს, პირადი უთანხმოების გამო, კონფლიქტი მოგვივიდა, რაც შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ამოწურულია. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება. გიორგი მეტრეველის მიმართ მე არანაირი იარაღი არ გამისვრია, არც მქონია მცდელობა ვინმეს სხეულის, ჯანმრთელობის, მით უმეტეს, სიცოცხლის დაზიანება. კარგად მქონდა გათვისებული, როგორც თანამდებობის პირს, როგორც პროკურორს, იარაღის ფლობის, შენახვის, გამოყენების გარემოებები,“ –  განაცხადა გივი შენგელიამ.

იტვირთბა....