ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: “გამოცდებისთვის აუცილებელი გარემო, ყოველ მომდევნო წელს იქნება უკეთესი”

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ულოცავს. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მილოცვის ტექსტი, სადაც ამბობს, რომ მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა.

“დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი. გილოცავთ, სტუდენტებო, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ წარმატებას!

როგორც არაერთხელ გამიჟღერებია, განათლება ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, შესაბამისად, განათლების ხარისხი, ისევე, როგორც განათლების მიღებისა და გამოცდებისათვის აუცილებელი გარემო, ყოველ მომდევნო წელს იქნება უკეთესი.

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი!”- აცხადებს პრემიერი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით,  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს შეადგენს. მისი თქმით,  სახელმწიფო სულ 10 614 სტუდენტს დააფინანსებს.

იტვირთბა....