შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თრუსოს ხეობაში დაკარგული პირების შესახებ განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა.
მის თქმით, სახელმწიფო მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ ჩვენ პრევენციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა, რომელსაც სათანადო შეფასება და რეაგირება მოჰყვება. ყველა ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ასეთი პრაქტიკა არათუ შემცირდეს, არამედ საერთოდ აღმოიფხვრას“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.