ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა ფუნიკულორის ფერდობზე წარწერა “თბილისი” განთავსდეს

“ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს, ფუნიკულორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა “თბილისი” ქართულ-ინგლისური ასოებით”- ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მერია ფუნიკულორის ფერდობზე წარწერა “თბილისის” დამონტაჟების საკითხს განსახილველად გაიტანს.

“ვფიქრობ, ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ადგილას წარწერა იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას, თუმცა, ამ საკითხს ჩვენ გავიტანთ განსახილველად, რამდენადაც მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გვინდა, რომ ვიკითხოთ, ეს რამდენად შესაძებელია,” – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....