ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი ხაშურში: 200-ზე მეტი მაშველი – მეხანძრეთა რაოდენობა იზრდება

ხაშურის რაიონში, კერძოდ სოფელ ცედანის ტერიტორიაზე ტყის ხანძარი მძვინვარებს. მიუდგომელი ადგილის გამო ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის დაახლოებით 10 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი.
მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა იზრდება და ახლა ადგილზე უკვე 200-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სოფელ ცედანთან ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ფოთლოვან ტყეშია გავრცელებული.
დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....