„ძალა ერთობაშია“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა დოკუმენტი, სადაც მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მითითებით, კომისიის დამოუკიდებელ წევრებს პირდაპირი მითითება ეძლევათ, როგორ მოიქცნენ.
„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა მოგვაწოდეს მათ მიერ დაგზავნილი მეილები, სადაც კანონის საწინააღმდეგო მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ, პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, საოლქო კომისიის წევრებს მითითებებს აძლევენ, რომ სხდომაზე ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ გაიტანონ.
„მინდა მივმართო თამარ ჟვანიას, ის რასაც თქვენ აკეთებთ, არის არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში,“- აღნიშნა ვაშაძემ.