საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტმა გოჩა ნონაშვილმა 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამის გამო თავდაცვის მინისტრმა ის ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ იგოეთთან მოხდა. სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები შეიარაღებულ ძალებში ჰქონდა გავლილი, მძიმედ დაშავებულ მგზავრებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინა.
სამხედრო მოსამსახურეს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.