ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე IBSU-ზე: “მთავარია სტუდენტების ინტერესი დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა, რომ მისთვის ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.

ბახტაძის განცხადებით, განათლების მინისტრი და განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხზე.

„მე მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა, რასაც სტუდენტები აპროტესტებენ. ისინი პრემიერს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

იტვირთბა....