საქართველოს მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ირანის მოქალაქეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
ბრალდების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ახალგაზრდა გოგონაზე ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში იძალადა.
პოლიციამ ირანის მოქალაქე მაშინ დააკავა, როდესაც ის საქართველოს დატოვებას აეროპორტის გავლით ცდილობდა.