თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა.
მან გიორგი მარგველაშვილს ღია წერილი მისწერა, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მისეული კონცეპტუალური ხედვაა აღწერილი.
თუმცა, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. მის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.