ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

8 კგ-მდე ვერცხლისა და 480  გრ-მდე ოქროს ნაკეთობები: კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,   საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილი სამალავით, საბაჟო  გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით,  საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული 232 გრამი ოქროს ნაკეთობები.

ხოლო ორ შემთხვევაში, მოქალაქეები არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების მალულად  შემოტანას  ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე  მიმაგრებული სახით და ხელბარგში არსებული სამალავის გამოყენებით ცდილობდნენ.

სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში   8 კგ-მდე ვერცხლისა და 480  გრ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო  საბაჟო ღირებულება  62 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის  მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

სხვა ამბები

მურუსიძე – არის რაღაც ნერგი, რომელსაც შეუძლია ჯიშიანი და კარგი ნაყოფი მოიბას, თუ მებაღე კარგად მოუვლის

newsadmin

მურუსიძე – ყოველთვის ვმოქმედებდი კანონის შესაბამისად

newsadmin

ჩუგოშვილი – იმ მოსამართლეების ადგილზე რომ ვიყო, ვის მიმართ აგრესიაც იწვევს სასამართლოზე დარტყმებს, უპირობოდ გავიხდიდი მანტიას

newsadmin

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

newsadmin

თურქეთში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

newsadmin

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

newsadmin
იტვირთბა....