ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი გაიმართება

სმიტების ოჯახის  კვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, დღეს პროცესზე იმსჯელებენ იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა მალხაზ კობაური პატიმრობაში იმ დრომდე, ვიდრე სასამართლო მის საქმეს სრულად განიხილავს. ამის შესახდებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

„დღეს იქნება მსჯელობა, უნდა დარჩეს თუ არა მალხაზ კობაური პატიმრობაში იმ დრომდე, ვიდრე მისი საქმე სრულად განიხილება. დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღს 13:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....